სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 2 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს.
სუს-ის განცხადებით, გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 2018 წლის 2 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში, ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია.
მომხდარზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი.
ინფორმაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ადამიანის მოწამვლის შესახებ Droni.ge-მ გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და ადამიანები მხუთავი აირის ზემოქმედებით მოიწამლნენ.
სუს-ში არ აკონკრეტებენ, რა მუხლით იძიებენ აეროპორტში მომხდარ ინციდენტს