“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, განიხილება სამი გაერთიანებული სამინისტროს ჩამოყალიბება

უახლოეს დღეებში საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება, სადაც რიგი სამინისტროების გაერთიანების საკითხი განიხილება.

“ნეტგაზეთის” წყაროს ცნობით, გაერთიანებული სამინისტროს სახით ჩამოყალიბდება განათლების, სპორტისა და კულტურის უწყებები; სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება, დევნილთა სამინისტრო კი ჯანდაცვის უწყებას შეუერთდება.

“ნეტგაზეთისთვის” ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნებიან გაერთიანებული სამინისტროების ხელმძღვანელები. შესაბამისად, გაუკრვეველია ისიც, რომელი მინისტრები შეინარჩუნებენ პოსტებს ამჟამად მოქმედი “დროებითი მთავრობიდან”, რომელსაც პარლამენტმა ნდობა 20 ივნისს, 99 ხმით გამოუცხადა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან