ახალი ამბები

საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ ტერაქტს

23 მარტი, 2024 • 1108
საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ ტერაქტს

საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ ტერორისტულ აქტს და სამძიმარს უცხადებს რუს ხალხს.

„საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, — ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში” უცნობმა პირებმა წუხელ ცეცხლი გახსნეს.

დაღუპულია 60-ზე მეტი ადამიანი და დაშავებულია ასზე მეტი.

თავდასხმისას საკონცერტო დარბაზში ჯგუფ „პიკნიკის” კონცერტი უნდა ჩატარებულიყო.

ჯერჯერობით უცნობია თავდამსხმელების რაოდენობა, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მათ კამუფლირებული ტანსაცმელია აცვიათ. რუსულ მედიაში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ თავდამსხმელების რაოდენობა ათამდე აღწევს.

შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ საკონცერტო დარბაზში ცეცხლი გაჩნდა, მოხდა რამდენიმე აფეთქებაც. საკონცერტო დარბაზი თითქმის მთლიანად დაიწვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი