მამუკა ბახტაძე პრემიერობის კანდიდატად დაასახელეს

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა დაასახელა. ამის შესახებ ცნობილი გახდა დღეს, 14 ივნისს, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ . ბახტაძე აქამდე ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გუშინ, 13 ივნისს გიორგი კვირკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, შესაბამისად, გადაყენებულად ითვლება მთავრობის სრული შემადგენლობა. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ხშირად ჰქონია პარტია “ქართული ოცნების”თავმჯდომარესთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან და მიიჩნევს, რომ ახლა მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სურვილისამებრ დააკომპლექტოს მთავრობა.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, იმ დროს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება, მის მოავალეობას პირველი ვიცეპრემიერი შეასრულებს (ამ შემთხვევაში, დიმიტრი ქუმსიშვილი).

იმ პოლიტიკურმა ძალამ კი, რომელსაც პარლამენტში აქვს უმრავლესობა (ამ შემთხვევაში, “ქართული ოცნება”). შვიდი დღის ვადაში უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი.  თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი წარადგენს მთავრობის ახალი შემადგენლობასა და ახალ პროგრამას.

ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას, ხოლო პრეზიდენტი 7 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს კანდიდატურებს, რის შემდეგაც პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს ნდობა ახალ მთავრობას.

ამავე თემაზე გირჩევთ

რა ვიცით მამუკა ბახტაძის შესახებ

როგორი ეკონომიკური პოლიტიკა ექნება მამუკა ბახტაძეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com