LIVE – ზვიად დევდარიანმა სასამართლოში 12 პირის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ზვიად დევდარიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ქალებზე ძალადობასთან დაკავშირებით 12 პირის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. თვალი ადევნეთ ნეტგაზეთის ფეისბუკის გვერდზე პირდაპირ ეთერს სასამართლოს საკანცელარიო დარბაზიდან:

ზვიად დევდარიანი პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით 12 პირის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას სასამართლოში პარასკევს აპირებდა, თუმცა, როგორც მისმა პრესსამსახურმა განგვიცხადა, ტექნიკური მიზეზების გამო ორშაბათისთვის გადადო ეს პროცესი.

“ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა, ხელი შეუწყო ამ ინფორმაციის ტირაჟირებას, თუ როგორ დაიგეგმა ეს კამპანია, ვის ინტერესებში იყო და, შესაბმისად, მკაცრად მოვთხოვთ პასუხს კანონით დადგენილი წესით”, – განაცხადა 6 მაისს გამართულ ბრიფინგზე ზვიად დევდარიანის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ.

ადვოკატს არ დაუკონკრეტებია სახელები და გვარები, თუ ვის წინააღმდეგაც აპირებენ ჩივილს. ამის შესახებ ნეტგაზეთი პირდაპირ ეთერში დაუსვამს კითხვას ზვიად დევდარიანს და მის ადვოკატს, ვის წინააღმდეგ შეიტანეს დღეს სასამართლოში სარჩელი.

მოკლედ:

მას შემდეგ, რაც ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველმა სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს წარუდგინა, ქალთა მოძრაობამ ქალების სექსუალურ შევიწროებაში 17 მარტს დაადანაშაულა.

“ნეტგაზეთმა” ინტერვიუ ჩაწერა რამდენიმე ქალთან, რომლებმაც ზვიად დევდარიანის მხრიდან შევიწროებაზე კონფიდენციალურად ისაუბრეს. კიდევ რამდენიმე ისტორია გამოაქვეყნა ქალთა მოძრაობამ და ტაბულამ. დევდარიანი ბრალდებებს უარყოფს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com