გაფიცული მემანქანეები თბილისის მერს ხვდებიან

დღეს, 4 ივნისს, 23:30 საათზე თბილისის მერიაში თბილისის მეტროს გაფიცული მემანქანეებსა და  მერიის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება დაიწყო.

შეხვედრას ესწრებიან გაფიცული მემანქანეების წარმომადგენლობითი ნაწილი, თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეები, ირაკლი ხმალაძე და ირაკლი ბენდელიანი, ასევე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი.

თბილისის მეტროს მემანქანეეები და სხვა დასაქმებული პირები, დაახლოებით 500 ადამიანი, 3 ივნისს გაიფიცა.  4 ივნისს ისინი სამსახურიში გამოცხადნენ, თუმცა  ჯანმრთელობის სტანდარტული შემოწმებაზე დამაკმაყოფილებელი შედეგი ვერ აჩვენეს, რის გამოც თბილისის მეტრო გაჩერდა.  თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები ანაზღაურების 45%-ით გაზრდას ითხოვენ და აცხადებენ, რომ 2013 წლიდან მათი ხელფასები არ გაზრდილა.

მემანქანეების გაფიცვის გამო თბილისის მეტროპოლიტენი 4 ივნისს არ მუშაობდა. მეტროს პარალიზების გამო მერიამ მუნიციპალურ ავტობუსებზე უფასო მგზავრობა დააწესა, თუმცა ავტობუსები უკიდურესად გადატვირთული იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com