აზერბაიჯანში ექსკურსიაზე წასული გორის სკოლის მოსწავლეები ავარიაში მოყვნენ

აზერბაიჯანში საქართველოდან ექსკურსიაზე მიმავალი სკოლის ავტობუსი ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები დაშავდნენ.

ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა apa.az ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ავტობუსში 20 მოსწავლე და 10 მშობელი იმყოფებოდა. აზერბაიჯანული გამოცემის ცნობით, მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღეს, თუმცა, როგორც ნეტგაზეთთან საუბარში ტურის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ზურაბ ბოხუა ხუციშვილი ამბობს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე ცნობით, ექსკურსიის მონაწილეები უკვე ბაქოში ჩავიდნენ.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი