ახალი ამბებისაზოგადოებასამართალი

ნუ მოკლავ – ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა და სხვა მოქალაქეები აქციას მართავენ

27 მაისი, 2018 • 3320
ნუ მოკლავ – ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა და სხვა მოქალაქეები აქციას მართავენ

ზაზა სარალიძე, რომლის არასრულწლოვანი შვილი გასულ წელს მოკლეს თბილისში, აქციას მართავს თბილისში, პარლამენტის შენობასთან. ის შვილის მკვლელობის სრულყოფილად გამოძიებას მოითხოვს.

აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი სცეს შარშან მოკლული არასრულწლოვნების ხსოვნას.

აქციის მონაწილეების განცხადებით, 2 დღის წინ იმყოფებოდნენ პროკურატურაში, სადაც “კარები მიუხურეს”:

“შოთაძეს [გენერალურ პროკურორს] შეეშინდა იმ კრიტიკული კითხვების, რაც გვქონდა.
რადგან პროკურატურამ არ ისურვა ეს კრიტიკული კითხვები, მას მოუწევს აქედან, ათასობით ადამიანის თვალწინ მოისმინოს და გასცეს პასუხები კითხვებს”.

აქციაზე ვიტარება 20.00 საათზე დაიძაბა, როცა აქციის მონაწილეები ხალხის სიმრავლის გამო რუსთაველის გამზირის დაკავებას თხოვდნენ პოლიციას, რომელიც ამის უფლებას არ აძლევდა. თუმცა აქციის მონაწილეებმა მაინც დაიაკვეს რუსთაველის გამზირი, რასაც ხმაური მოყვა.

აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც, თუმცა ორგანიზატორებმა განაცხადეს,მ რო

პარლამენტთან ასობით მოქალაქეა შეკრებილი.

გასული წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბი, რა დროსაც ორი არასწრულწოვანი მოკლეს, ერთ-ერთი გახმაურებელი საქმეა.

27 მაისს გამართულ აქციას პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც შეუერთდა. როგორც მან “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ აქციას მის გარდა პანკისის ხეობის რამდენიმე მცხოვრები შეუერთდება.

“იქაც უსამართლობას ვხედავ, ამ უსამართლობით ვარ განწირული და იმ ადამიანშიც იმავეს ვხედავ, განწირულია ის ადამიანიც და მინდა გვერდით დავუდგე”, – უთხრა “ნეტგაზეთს” მალხაზ მაჩალიკაშვილმა.


  • 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
  • ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
  • პოლიციამ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავა. 3 დეკემბერს პროკურატურამ 2 მოზარდი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე კონფლიქტში მონაწილე მოზარდების ძალიან მცირე ნაწილმა გამოთქვა გამოძებასთან თანამშრომლობის სურვილი, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს არასრულწლოვნებს შორის დანაშაულების პრევენციისთვის.
  • 3 დეკემბერს, 51-ე სკოლასთან არასრულწლოვნებს შორის ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს მოკლული ბავშვების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად აქცია გაიმართა. მოქალაქეები მეორე დღეა 51-ე სკოლასთან მიდიან – ისინი მოკლული ბავშვების ხსოვნას ყვავილებითა და სანთლებით სცემენ პატივს.
  • საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მამაა, 3 დეკემბერს საგამოძიებო უწყებას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა. პროკურატურამ მისი მოთხოვნა 4 დეკემბერს დააკმაყოფილა და გაათავისუფლა სამსახურიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი