ახალი ამბები

მეზვრიშვილი: 1 აპრილიდან შსს-ს თბილისში არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება

25 დეკემბერი, 2019 • 1353
მეზვრიშვილი: 1 აპრილიდან შსს-ს თბილისში არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება

მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი კომისიის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი აპრილიდან თბილისში არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება.

მისი თქმით, ამ დრომდე ინფრასტრუქტურული პრობლემები არსებობდა, რომელიც ამ ეტაპისთვის მოგვარდა. მეზვრიშვილი განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა სამმართველოში იმუშავებენ არასრულწლოვანზე სპეციალიზებული გამომძიებლები:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის პირველი აპრილიდან თბილისის მასშტაბით ექნება არასრულწლოვანთა სამმართველო. არსებობდა გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელიც მოგვარებულია, სადაც იმუშავებენ არასრულწლოვნებზე სპეციალიზებული გამომძიებლები.  განათლების სამინისტრო შემდეგ შეხვედრაზე უკვე მოიტანს კონკრეტულ დოკუმენტს, წესს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი პროცესი, როდესაც შემთხვევა მოხდება, რას აკეთებს მასწავლებელი, სოციალური მუშაკი და მანდატური.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, წარმოადგენს წესს, რომელიც გამომძიებლებს კარნახობს, არასრულწლოვნებთან გამოძიების ჩატარების დროს როგორ უნდა მოიქცნენ. ჯანდაცვის სამინისტორს მიმართულებით ვრცელი თემაა. ამ ნაწილში შევთანხმდით სოციალური მუშაკების მიმართულებით რა გმაოწვევებიც გვაქვს, როგორ უნდა ვუპასუხოთ”,- ამბობს მეზვრიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი