17 მაისი ფოტოებზე

17 მაისს თბილისში ორი ძირითადი აქცია გაიმართა – ერთის მიზანი იყო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა. მეორე აქცია კი  ოჯახის სიწმინდის დაცვის მოტივით ლგბტ უფლებადამცველების წინააღმდეგ აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა გამართეს.

17 მაისის დილას მეტრო რუსთაველთან შეკრება დაიწყეს ფაშისტური ჯგუფის, “საქართველოს ეროვნული ერთობის” წარმომადგენლებმა. ისინი ამბობდნენ, რომ არიან ფაშისტები და შესაბამის სიმბოლიკას ატარებენ.

“საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრი რუსთაველის მეტროსთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

მოგვიანებით მათ მსვლელობით გადაინაცვლეს ქაშუეთის ეკლესიაში.

ნაცისტური ჯგუფის მსვლელობა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი დაკავებული ჰქონდა მართლმადიდებელი ეკლესიის იმ ნაწილს, რომელიც პატრიარქის მოწოდების შესაბამისად 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს .

მართლმადიდებელი მრევლი 17 მაისს რუსთაველზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მრევლის ნაწილი რუსთაველიდან სამების ტაძრამდე ხატებით ხელში მიდიოდა.

რუსთაველის გამზირი 17 მაისს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ მსვლელობაზე ჩანდა ლიბერალური ნარკოპოლიტიკის საწინააღმდეგო პლაკატები. “არ არსებობს მსუბქი ნარკოტიკი” – ასე აწერია ერთ-ერთ პლაკატს, ფონზე კი მარიხუანას ფოტოა.

რუსთაველის გამზირი 17 მაისს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

რუსთაველის გამზირი 17 მაისს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

ქალები ქაშუეთის ტაძრის ეზოში სიცხეს ქოლგის ქვეშ აფარებენ თავს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მსვლელობის მონაწილე – ქალი ჩვილი ბავშვებით. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მსვლელობაზე იყვნენ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, მათ შორი, პატრიარქის მოსაყდრე შიო, მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, ქორეპისკოპოსი იაკობი.

ქორეპისკოპოსი იაკობი 17 მაისს რუსთაველზე გამართულ მსვლელობაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ვიდერე “ოჯახის სიწმინდის დასაცავად” მსვლელობა სამების ტაძარში მივიდა, ანტიჰომოფობმა აქტივისტებმა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღნიშნეს – თბილისში სხვადასხვა სამინისტროსთან მცირეხნიანი აქციები გამართეს, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რა პრობლემები აქვთ საქართველოში ლგბტქ თემის წევრებს.

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ლგბტ უფლებადამცველების პარტიზანული აქცია თბილისში. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშრისო დღესთან დაკავშირებით გამართული ლგბტ უფლებადამცველების პარტიზანული აქცია თბილისში. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის  საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ლგბტ უფლებადამცველების პარტიზანული აქცია თბილისში. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

აქციის მონაწილეები თოთოეულ ადგილზე სხვადასხვა ფერის კვამლს უშვებდნენ. ისინი ამბობენ, რომ სხვადასხვა ფერის კვამლი სიმბოლურად აღნიშნავს იმ პრობლემას, რომელიც ლგბტქ თემს აქვს.

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის  საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ლგბტ უფლებადამცველების პარტიზანული აქცია თბილისში. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის  საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ლგბტ უფლებადამცველების პარტიზანული აქცია თბილისში. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის  საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ლგბტ უფლებადამცველების პარტიზანული აქცია თბილისში. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის  საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ლგბტ უფლებადამცველების პარტიზანული აქცია თბილისში. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის  საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ლგბტ უფლებადამცველების პარტიზანული აქცია თბილისში. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, 17 მაისს ანტოფომოფობიური აქციას მთავრობის კანცელარიის წინ აღარ გამართავდნენ, აქცია მაინც შედგა – იქ მივიდნენ მოქალაქეები, რომლებიც არ დაეთანხმნენ “თანასწორობის მოქალაქეობის” გადაწყვეტილებას აქციის გადადების შესახებ.

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე კანცელარიასთან 07.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ამ აქციაზე ინდიცენტი მოხდა – “ქართული მარშისა” და სხვა ორგანიზაციების მიერ გამართული კონტრაქციის წარმომადგენელმა არასრულწლოვანმა პოლიციის რამდენიმე კორდონის მოუხედავად, შესვლა მოახერხა და სიტყვით გამომსვლელს თავს დაესხა. იგი პოლიციამ ადვილზე დააკავა.

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე კანცელარიასთან 07.05.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აქციის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეების ნაწილმა პოლიციის გამკაცრებული უსაფრთხოების ფონზე – ყვითელი ავტობუსებით დატოვა მთავრობის კანცელარიის ტერიტორია.

თეგები: | |