ახალი ამბები

შსს თბილისში ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს

5 მაისი, 2018 • 2057
შსს თბილისში ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს

პოლიციამ თბილისში ორი ადამიანი საკუთარ სახლებში გარდაცვლილი იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციან “ნეტგაზეთს” შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, დღეს, 5 მაისს, სამინისტროში შევიდა შეტყობინება, რომ  თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს 1979 წელს დაბადებული პირი. პოლიციამ ასევე შეტყობინება მიიღო მარჯანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში 1980 წელს დაბადებული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. 

შსს-ს ინფორმაციით, დათვალიერების შედეგად, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი ექსპერტიზები უკვე დაინიშნა. მანამდე, პოლიცია ორივე შემთხვევას  თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს, თუმცა განიხილება სხვა ვერსიებიც,  მათ შორის განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი.

დღესვე, შსს-ს მიერ აღნიშნული ინფორმაციის დადასტურებამდე ცოტა ხნით ადრე, ცნობა ორი ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით “თეთრი ხმაურის მოძრაობამ გაავრცელა. მოძრაობა ჰქონდა ინფორმაცია, რომ ორი ადამიანი ნარკოტიკების მოხმარების შემდგომი ძილის პერიოდში დაიღუპა. მისივე ცნობით, შავ ბაზარზე შემოსულია ახალი სახის ნარკოტიკი, რომელიც “მოქალაქეების სიცოცხლეს იწირავს”. მოძრაობა პასუხისმგემლობას სახელმწიფოს აკისრებს და აცხადებს, რომ ის ვითარების გასაკონტროლებლად არაფერს აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი