ახალი ამბებირეკლამახელოვნება

თბილისის ჯაზ-ფესტივალის რიგით მეორე კონცერტი

29 აპრილი, 2018 • 2601
თბილისის ჯაზ-ფესტივალის რიგით მეორე კონცერტი

28-30 აპრილს, თბილისი რიგით 21-ე ჯაზ-ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტები იმართება.

29 აპრილს, კლუბში “რესპუბლიკა” მსმენელის წინაშე, აკაპელას ჟანრში მოღვაწე ამერიკული ჯგუფი ”Naturally 7“, ასევე  Jamiroquai -ის ბენდის წევრი DJ Derrick McKenzie და Steve Taylor (iCulture) წარდგებიან.

თბილისის რიგით 21-ე ჯაზ ფესტივალი 28 აპრილს, “Event Hall“-ში  ცნობილმა ამერიკულმა ჯაზ-ტრიომ „Bad Plus” გახსნა. კონცერტის დაწყებამდე, ქართველი მსმენელის წინაშე ახალგაზრდა მუსიკოსებისგან შემდგარი ბენდი – Sandro Bibich Trio/სანდრო ბიბიჩ ტრიო წარდგა.

თბილისის რიგით 21-ე ჯაზ ფესტივალი  30 აპრილს, ჯაზის საერთაშორისო დღეს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში“Miles Electric Band”-ის კონცერტით დაიხურება, რომელსაც სპეციალური სტუმარი, ცნობილი საქსაფონისტი რავი კოლტრეინი ეყოლება.

ფესტივალის ფარგლებში, მსმენელის წინაშე ასევე წარდგება კონსერვატორიის ჯაზ-ბენდი/Conservatoire Jazz Band – ლილიკო კორკოტაშვილის (ვოკალი), მიხეილ ჯაფარიძის (ბასი), ლუკა თოფურიას(კლავიში), გიგი ცინცაძისა (გიტარა) და გიო კაპანაძის (დრამი) შემადგენლობით.

ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, 2018 წლიდან, თბილისის ჯაზ-ფესტივალი ყოველწლიურად, შემოდგომის ნაცვლად გაზაფხულზე,  აპრილის ბოლოს გაიმართება და ჯაზის მოყვარულებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თარიღს „ჯაზის საერთაშორისო დღეს“ დაემთხვევა.

ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში,  იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის მუსიკოსის ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით  დაწესდა. ჯაზის დღეს მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყანა კონცერტებითა და სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს, მათ შორის არის საქართველოც, რომელიც 2018 წლიდან, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას სწორედ 21 წლიანი ტრადიციის მქონე თბილისის ჯაზ-ფესტივალით გააგრძელებს.

ფესტივალის წარმდგენი: თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება TBC STATUS;  ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია;

თბილისის ჯაზ ფესტივალის პროგრამა/TBILISI JAZZ FESTIVAL PROGRAM

29.04 19:00 • რესპუბლიკა · Naturally 7 · DJ Set: Derrick McKenzie (Jamiroquai), Steve Taylor (iCulture) ;

30.04 (ჯაზის საერთაშორისო დღე) 19:00 . თბილისის საკონცერტო დარბაზი · Conservatoire Jazz Band · Miles Electric Band Special guest: Ravi Coltrane.

ფესტივალის სპონსორია: კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, Check In Georgia, ამერიკის საელჩო საქართველოში, UNESCO

ფესტივალის მხარდამჭერია: myvideo.ge, „ალმა“, რადიო ფორტუნა, არტარეა, OK, „ჯორჯია თუდეი“, შავი ლომი, TKT.GE, “Sound City”.

მასალების გადაბეჭდვის წესი