ახალი ამბები

რკინიგზაში გაფიცვა დასრულდა

15 ნოემბერი, 2013 • • 1537
რკინიგზაში გაფიცვა დასრულდა

“საქართველოს რკინიგზის” დირექტორთა საბჭოსთან მოლაპარაკებების შემდეგ რკინიგზელთა გაფიცვა შეწყდა. მოლაპარაკებები 6 საათს გაგრძელდა, სადაც ახალი პროფკავშირების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მხარეებს შორის ოქმიც გაფორმდა. 

 

საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზა

“საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” თავმჯდომარის ვიტალი გიორგაძის ინფორმაციით “რკინიგზელების მოთხოვნა იყო ზეგანაკვეთური ტარიფის ანაზღაურება, შრომისა და სტაჟის მიხედვით სახელფასო დანამატი და პრემიალური სისტემა. რკინიგზის ხელმძღვანელობასთან სამივე საკითხზე შედგა შეთანხმება”.

 

“საქართველოს რკინიგზის” ფინანსური დირექტორის ირაკლი ტიტვინიძის განცხადებით, შეთანხმება იქნა მიღწეული რკინიგზის თანამშრომლების ძირითად საჭირბოროტო საკითხებზე:”ეს მოიცავს სამართლიან საპრემიო სისტემაზე მუშაობას, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას და სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ანაზღაურების სისტემაზე მუშაობას. ეს შეთანხმება გავრცელდება რკინიგზის ყველა თანამშრომელზე”.

 

რკინიგზელთა ნაწილი 14 ნოემბერს გაიფიცა. ისინი პროტესტის მიზეზად სოციალური და სამუშაობი პირობების გაუმჯობესებას ასახელებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი