დასავლეთში არსებული ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურში ხე წაიქცა და დააზიანა საკონტაქტო ქსელი, რის გამოც მატარებლის რამდენიმე რეისი შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მთელი ღამე მუშაობდნენ და ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათში იგეგმება.
როგორც რკინიგზაში აცხადებენ, მოძრაობა სრულად დაახლოებით 12 საათისთვის განახლდება.
„აქვე აღსანიშნავია, რომ სურვილის შემთხვევაში მგზავრებს ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ, საქართველოს რკინიგზა მათ ბილეთის საფასურს სრულად აუნაზღაურებს“, – აცხადებს რკინიგზა.