ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს რკინიგზა და ფეხბურთის ფედერაცია უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესახებ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

28 აპრილი, 2023 • 831
საქართველოს რკინიგზა და ფეხბურთის ფედერაცია უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესახებ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს შეხვდა.

როგორც მოგეხსენებათ, ივნისში საქართველოში უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი იმართება. დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რკინიგზასა და ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, ჩემპიონატის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი, მათ შორის მატარებლების დაბრენდვა და მგზავრებისთვის ჩემპიონატის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოში 7 ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები ჩამოდის. მასშტაბური ღონისძიება, რომელიც უეფას ეგიდით იმართება, საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ ქვეყანამ საკუთარი პოტენციალი კიდევ ერთხელ გამოავლინოს.

აღსანიშნავია, რომ 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფერებში დაბრენდილი პირველი მატარებელი, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით პირველ მაისს, ტურნირის დაწყებამდე 50 დღით ადრე გავა.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი