ახალი ამბები

წალკაში ლიანდაგზე სამუშაოებისას მატარებელი რელსებიდან გადავიდა — დაიღუპა ერთი ადამიანი

27 მაისი, 2023 •
წალკაში ლიანდაგზე სამუშაოებისას მატარებელი რელსებიდან გადავიდა — დაიღუპა ერთი ადამიანი

წალკაში რელსებიდან გადავიდა მატარებელი, რომელიც ტექნიკურ სამუშაოებს აწარმოებდა. დაღუპულია აზერბაიჯანის ერთ მოქალაქე, ერთი კი დაშავდა.

როგორც ნეტგაზეთს „საქართველოს რკინიგზაში“ განუცხადეს, გადაბრუნებული მატარებელი „აზერბაიჯანის რკინიგზას“ ეკუთვნოდა.

26 მაისს მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7-წლამდე პატიმრობით ისჯება, თუ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი