ახალი შეთანხმება ირანის შესახებ – მაკრონების ვიზიტი ტრამპებთან [ფოტოები]

ახალი შეთანხმება ირანის შესახებ – სწორედ ამ საკითხის ლობირება არის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის აშშ-ში ვიზიტის მთავარი მიზანი. გარდიანის ცნობით, ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს სთავაზობს, დაიწყონ მოლაპარაკებები ახალ შეთანხმებაზე, რომელიც ირანის სამხედრო ძალასა და რეგიონულ აქტივობებს გააკონტროლებს. ახალი შეთანხმება არსებული 3-წლიანი შეთანხმების პარალელურად იარსებებს, რომელიც ქვეყნის ბირთვულ პროგრამას ზღუდავს.

ემანუელ მაკრონმა ახალი შეთანხმების შეთავაზება თეთრ სახლში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვა და აშშ-ის პრეზიდენტს 2015 წლის შეათანხმების გადასარჩენად შესთავაზა, რომლის დატოვებითაც ტრამპი იმუქრებოდა.

გარდიანი წერს, რომ ახალი შეთავაზება პასუხია ტრამპის უკმაყოფილებაზე, რომელიც 2015 წლის ერთობლივ ყოვლისმომცველ პროგრამას (JCPOA))უკავშირდება და უფრო ფართო ინიციატივაა, რომელიც რეგიონში ირანის საფრთხის შემცვლელ აქტივობებსაც მოიცავს, მათ შორის, ბალისტიკური რაკეტის პროგრამასა და ირანის სამხედრო როლს სირიაში.

“მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ არ უნდა დავანაწევროთ არსებული შეთანხმება ისე, რომ სხვა არავითარი ინსტრუმენტი არ გვქონდეს, ეს არ იქნება საკითხის სწორი გადაწყვეტა” – თქვა მაკრონმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ეს აშშ-ში მაკრონის პირველი სახელმწიფო ვიზიტია ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში. ვიზიტი ბევრი არადიპლომატიური შემთხვევით გამოირჩევა, მათ შორის იმითაც, რომ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტისას ემანუელ მაკრონს პიჯაკიდან ქერტლი მოაშორა.

“ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს, აი, ქერტლი მოვაშორე, მართალია, ეს პატარა ქერტლია, თუმცა მაკრონი სრულყოფილად უნდა ვაქციოთ, არის კიდევაც სრულყოფილი”, – თქვა ტრამპმა.

გარდიანი წერს, რომ ირანთან დაკავშირებული ბირთვული შეთანხმების გადარჩენა მაკრონისთვის დიპლომატიური გადატრიალება იქნება. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაკრონმა განაცხადა, რომ არსებული შეთანხმება არის არასრულყოფილი, მაგრამ არ არის ცუდი, როგორც ამას ტრამპი უწოდებს. მისი შეთავაზებით, ახალი შეთანხმება შეავსებს უკვე არსებულ შეთანხმებას.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, არსებული შეთანხმება ირანს 2025 წლამდე უზღუდავს ბირთვულ აქტივობებს, მაგრამ ახალი შეთანხმება უფრო შორს წავა და შეზღუდვებს დააწესებს ქვეყნის ბალისტიკური საქმიანობისა და სამხედრო ოპერაციების მიმართულებითაც, ეს განსაკუთრებით უკავშირდება სირიაში ირანის სამხედრო ჩართულობას.

“საფრანგეთი არ არის გულუბრყვილო, როცა საქმე ირანს ეხება, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ირანელ ხალხს, მაგრამ წარსულის შეცდომების გამეორებას აღარ ვაპირებთ” – განაცხადა მაკრონმა.

გარდიანის ცნობით, ორივე პრეზიდენტმა გააკეთა მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.

აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი დონალდ და მელანია ტრამპები თეთრ სახლში ხვდებიან საფრანგეთის პრეზიდენტსა და პირველ ლედის ემანუელ მაკრონსა და ბრიჯიტ მაკრონს. თეთრ სახლში სახელმწიფო ვახშამი გაიმართა. © epa

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თეთრ სახლში. საფრანგეთის პრეზიდენტი ცოლთან ერთად აშშ-ში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება და 25 აპრილს კონგრესს მიმართავს. © epa

პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის ერთობლივი პრესკონფერენცია თეთრ სახლში. © epa

პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის ერთობლივი პრესკონფერენცია თეთრ სახლში. ისინი პრესკონფერენციის ოთახს ტოვებენ. © epa

ბრიჯიტ მაკრონი,ემანუელ მაკრონი, დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი თეთრ სახლში. © epa

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კოცნის მელანია ტრამპს დახვედრის ცერემონიაზე, რომელიც ემანუელ მაკრონისა და ბრიჯიტ მაკრონის საპატივცემულოდ გაიმართა თეთრ სახლში. © epa

პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის ერთობლივი პრესკონფერენცია თეთრ სახლში. © epa

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თეთრ სახლში. საფრანგეთის პრეზიდენტი ცოლთან ერთად აშშ-ში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება და 25 აპრილს კონგრესს მიმართავს. © epa

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თეთრ სახლში. საფრანგეთის პრეზიდენტი ცოლთან ერთად აშშ-ში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება და 25 აპრილს კონგრესს მიმართავს. © epa

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com