ახალი ამბები

ტრამპი ამბობს, რომ ნავალნის სიკვდილში “ალბათ” პუტინის ხელი ურევია

18 მარტი, 2024 • 1009
ტრამპი ამბობს, რომ ნავალნის სიკვდილში “ალბათ” პუტინის ხელი ურევია

ტრამპის თქმით, პუტინს “ალბათ” წვლილი მიუძღვის რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილში.

“არ ვიცი, მაგრამ იქნებ, ვგულისხმობ, რომ შესაძლოა, ვიტყოდი, რომ ალბათ ასეა, არ ვიცი”, – თქვა პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, როდესაც ჰკითხეს, ეკისრება თუ არა პუტინს პასუხისმგებლობა ნავალნის სიკვდილზე.

“ახალგაზრდა კაცია [ნავალნი], სტატისტიკურად, დიდხანს უნდა ეცოცხლა… ამიტომ, რაღაც ისეთი მოხდა, რაც არ იქნებოდა ჩვეულებრივი ამბავი”, – დაამატა ტრამპმა.

რუსეთის მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს ციხეში მოკვდა. ევროკავშირმა და აშშ-მა პირდაპირ დაადანაშაულეს რუსეთი ნავალნის სიკვდილში და ახალი სანქციები დააწესეს კრემლის წინააღმდეგ.

ინტერვიუს დროს ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ იმედოვნებს, არ მოუწევს არჩევანის გაკეთება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და პუტინისთვის უკრაინის “ჩაყლაპვის” საშუალების მიცემას შორის.

“იმედი მაქვს, რომ საქმე მანდეთ არ მიდის”, – ამბობს ტრამპი და ამტკიცებს, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ეს ომი “არასდროს მოხდებოდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი