რუსეთი საქართველოს საპასუხო ნოტას უგზავნის, სადაც მოითხოვს, რომ მოსკოვში, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ერთმა თანამშრომელმა რუსეთი დატოვოს.
ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაწოდეს.
29 მარტს საქართველომ თბილისიდან რუსეთის ინტერესების სექციის ერთი თანამშრომელი გააძევა. ამ ნაბიჯით საქართველომ დაგმო გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენება დაგმო. საქმე ეხება დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, 66 წლის სერგეი სკირპალის შვილთან, 33 წლის იულიასთან ერთად მოწამვლას ნერვული აგენტი “ნოვიჩოკით”. სკრიპალების საქმის ირგვლივ რუსი დიპლომატები გააძევეს აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდა და სხვა ქვეყნებიდან.