ახალი ამბები

აშშ ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს გააძევებს

26 მარტი, 2018 • 2240
აშშ ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს გააძევებს

აშშ ქვეყნიდან რუსეთის 60 დიპლომატს გააძევებს. ბრძანება ამის შესახებ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე გამოსცა. BBC-ის ინფორმაციით, დიპლომატების გამოძევების მიზეზი რუსეთის ყოფილი ჯაშუშის დიდ ბრიტანეთში მოწმვლა გახდა. ამავე მიზეზით 17 მარტს დიდი ბრიტანეთიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევეს. BBC წერს, რომ აშშ  სიეტლში რუსეთის საკონსულოს დახურვასაც გეგმავს. იმ დიპლომატებისგან რომლებსაც ქვეყნის დატოვება მოუწევთ, 48 მათგანი აშშ-ში რუსეთის საელჩოში მუშაობს. დანარჩენი გაეროში არიან წარმოდგენილნი.

მამა-შვილი სკრიპალები 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბურიში, ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს. ექსპერტიზის მიხედვით, მამა-შვილი რუსული წარმოების ტოქსიკური ნივთიერებით მოწამლეს. რუსეთი მომხდართან კავშირს უარყოფს და დიდ ბრიტანეთთან გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.

სერგეი სკრიპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკრიპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი