უწყებებს შავი ფერის ავტომობილის შესყიდვა აეკრძალათ

სახელმწიფო უწყებებს შავი ფერის ავტომობილის შესყიდვა ეკრძალებათ. ამის შესახებ 2018 წლის 30 მარტის მთავრობის დადგენილებაში წერია. დოკუმენტის თანახმად, შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა. დადგენილება ვრცელდება სამინისტროებზე, სამინისტროების დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და მთავრობის ადმიანისტრაციაზე.

2017 წლის ნოემბერში  ,პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შავი ჯიპები გააკრიტიკა და ყოფილ შს მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს დაავალა, რომ აღეკვეთა მოხელეების მიერ შავ ჯიპებზე ანთებული ციმციმებით სიარული. 2018 წლის 2 თებერვალს პრემიერმა კიდევ ერთხელ გააკეთა კრიტიკული განცხადება შავი და დაბურული ჯიპებით ჩინოვნიკების სიარულის შესახებ . მისი თქმით, საქართველოში შავი ჯიპების ეპოქის დასრულების დროა, რადგან ეს ყველას, მათ შორის, მასაც აღიზიანებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.