ეკონომიკა

სანქციები: საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში მანქანების ექსპორტი შეიზღუდა

2 აგვისტო, 2023 • 7434
სანქციები: საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში მანქანების ექსპორტი შეიზღუდა

საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილ მანქანებზე პირველი აგვისტოდან ამოქმედდა რეექსპორტზე/ექსპორტზე შეზღუდვა, ხოლო ევროპიდან შემოყვანილზე შეზღუდვა ამოქმედდება 26 სექტემბრიდან, როგორც ამას ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი ითვალისწინებს.

ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვები წესდება „აშშ-ის და ევრიკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად“ და შეეხება როგორც რუსეთს, ისე ბელარუსს. ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურში სანქციაზე შეერთების დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში აქამდე მოქმედი შეზღუდვით, რუსეთში 50 000 ევროზე ძვირადღირებული ავტომობილების გატანა იზღუდებოდა, სანქციების მე-11 პაკეტი  ვრცელდება 1.9 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებზე, ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი