ახალი ამბები

პრემიერი შავი ჯიპების საჭიროების გარეშე ანთებული ციმციმებით მოძრაობის აღკვეთას მოითხოვს

29 ნოემბერი, 2016 • 1712
პრემიერი შავი ჯიპების საჭიროების გარეშე ანთებული ციმციმებით მოძრაობის აღკვეთას მოითხოვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს, რომ აღკვეთოს მოხელეების მიერ შავ ჯიპებზე ანთებული ციმციმებით სიარული.

ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 29 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

“ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ შემხვდა ციმციმებიანი შავი ჯიპების მოძრაობა არა მარტო ქალაქში, არამედ ავტობანებზეც. მინდა გთხოვოთ, შესაბამისი ზომები იქნას მიღებული პატრულის მხრიდან. მე პირადად პრემიერის მანქანაზე თითქმის არ ვიყენებ ამ სპეციალური სიგნალების მაჩვენებელს. მინდა, გთხოვოთ, ყველა ფუნქციონერმა გაითავისოს იგივე სტანდარტი და მხოლოდ კანონით დადგენილი წესით იქნას გამოყენებული ეს შუქურა, რომელიც, ჩემი აზრით, საკმაოდ გამაღიზიანებლად მოქმედებს ჩვენს მოსახლეობაზე. დიდი იმედი მაქვს, ამ განცხადების შემდეგ თვითონ მიიღებენ შესაბამის ზომებს, მაგრამ თუ მაინც იქნება გამონაკლისი შემთხვევები, გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი ზომები, რათა აღკვეთოთ ასეთი ტიპის მოძრაობა ქუჩებში, ქალაქებში თუ ავტობანებზე”, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი