ახალი ამბები

2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოყვანა შეიზღუდება — ღარიბაშვილი

12 ივნისი, 2023 •
2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოყვანა შეიზღუდება — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში შეიზღუდება 2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების შემოყვანა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას დაუკავშირა. მისივე თქმით, ჰაერის დაბინძურებაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ გაუმართავ ავტომობილებს შეაქვთ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი შემოვიღოთ, რაც პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე შემოსული ავტომობილების შემოყვანა შეიზღუდება. მსუბუქი ავტომობილებისთვის რეგულაცია ძალაში შევა 2024 წლის 1 იანვრიდან, ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის- 2025 წლის 1 იანვრიდან, მაგრამ ამაზე სმჯელობა მიდის.

ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5-ზე ნაკლები სტანდარტის ავტომობილები. გადაწყვეტილება არ ეხება რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოყვანილ ავტომობილებს, ასევე, უკვე არსებულ ავტომობილებს“, — თქვა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი