ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე $20 მლნ დოლარი შეიძინა

დღეს, 3 აპრილს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარი შეიძინა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3941 შეადგინა.

გასულ თვეში ლარის გამყარების ტენდენცია დაფიქსირდა. ერონული ვალუტა 2018 წლის მარტში დაახლოებით 5 თეთრით გამყარდა. თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლართან 2.41 ლარი შეადგინა.

ბოლოს სებ-მა 2017 წლის აგვისტოში შეავსო სავალუტო რეზერვი, როდესაც სავალუტო ბაზარზე, ჯამში, 40 მლნ აშშ დოლარი იყიდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.