ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ ულოცავენ პოლიტიკოსები ქალებს 8 მარტს

8 მარტი, 2018 • 26351
როგორ ულოცავენ პოლიტიკოსები ქალებს 8 მარტს

დღეს, 8 მარტს საქართველოს პოლიტიკოსები ქალებს ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს ულოცავენ, მათი უმეტესობა ყვავილებზე ამახვილებს ყურადღებას.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შარშანდელის მსგავსად, წელსაც იების ფოტოებით მიულოცა 8 მარტი.

შემდეგ მარგველაშვილის ფეისბუკზე ეს ტექსტი გამოქვეყნდა:

გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ყურადღება ქალების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა.

“უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ყველა ქალბატონს 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს, ვუსურვებ თითოეულ მათგანს ბედნიერებას და დიდ წარმატებას.

ჩვენდა საამაყოდ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ისტორიულად ყოველთვის დაფასებული იყო ქალის როლი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში. ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა მეფე თამარი. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი, როდესაც პოლიტიკურ პროცესებში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობა იშვიათობა იყო, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას უკვე ჰყავდა პოლიტიკური პარტიისა და დამფუძნებელი კრების წევრი ქალები. წელს, როდესაც ჩვენ დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლისთავს აღვნიშნავთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე და ანა სოლოღაშვილი – პირველი ქართველი პარლამენტარი ქალები, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს სახელმწიფოებრივ საქმეში”, – წერს პრემიერი ფეისბუკის გვერდზე.


კახა კალაძე

თბილისის მერმა მილოცვის ის ფორმა გამოიყენა, რომელიც შარშან ენერგეტიკის მინისტრად თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში.

ნინო ბურჯანაძე ,,დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი

დღესასწაული ემთხვევა გაზაფხულის პირველ დღეებს, რაც ასოცირდება განახლებასთან, იმედებთან და სილამაზესთან. ძვირფასო ქალბატონებო! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, წარმატებას, სიყვარულითა და სიკეთით სავსე ცხოვრებას. აგხდენოდეთ ოცნებები და მშვიდობიან და ერთიან საქართველოში გეცხოვროთ”. – ნათქვამია ნინო ბურჯანაძის მილოცვაში. შეგახსენებთ, რომ 8 მარტი, როგორც ქალთა საერთაშორისო დღე ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს აღადგინა”, – წერს ბურჯანაძე.

 

კახა კახიშვილი, პრობაციისა და სასჯელაღსრულების მინისტრი 

“ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! გისურვებთ ბედნიერებას, ოჯახურ სიმშვიდეს, ჯანმრთელობასა და წარმატებებს!”, – წერს მინისტრი ფეისბუკზე.

ნინო წილოსანი, პარლამენტის წევრი, ქართული ოცნება
“ყვავილებიც მიყვარს და პატივისცემის ნიშნად კარებში რომ მატარებენ ისიც…
ხანდახან ვტირი ხოლმე …
მაღაროში ჯერ არ ჩავსულვარ, მაგრამ ვაგონმშენებელში ვმუშაობდი და ხმაურიან საამქროებში საკმაოდ ბევრი მივლია
ფიზიკური ძლიერების საჩვენებლად არავის დავჭიდებივარ, მაგრამ 9 თვე მუცლით 3 შვილი ვატარე
მე ვარ ქალი და შემიძლია, ვიყო წარმატებული ნებისმიერ საქმეში
მე ვარ ქალი და ვამაყობ ამით!
ქალთა დღეს გილოცავთ ?”, – წერს პარლამენტარი ფეისბუკზე.
 ეკა ბესელია, პარლამენტის წევრი, ქართული ოცნება

 

შალვა ნათელაშვილი

“ჩვენო უძვირფასესო ქალებო, გილოცავთ 8 მარტს. სიყვარული, სილამაზე, გაზაფხული, ბედნიერება, გამრავლება ყოფილიყოს თქვენი განუშორებელი თანამგზავრი”, – წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფეისბუკზე.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილომა, საკრებულოს წევრებთან და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ავტობუსის მძღოლ ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა. ნიბლოშვილმა მათ თაიგულები გადასცა და  საქმიანობაში წარმატება უსურვა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ თბილისში მოძრავი 500-ზე მეტი მუნიციპალური  ავტობუსიდან 2 მათგანს  ქალი მართავს.

,,ეს ძალიან რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, რადგან ამ ადამიანებს უამრავი მოქალაქის  სიცოცხლე აბარია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქალი დაინტერესდეს ამ რთული, თუმცა საინტერესო პროფესიით’’, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.


 დღეს, 8 მარტს ქალთა უფლებების აქტივისტები რამდენიმე სქცია მართავენ, რომელთა მიზანი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა ჩართულიბის მნიშვნელობის ხაზგასმა და მათთვის პოლიტიკური უფლებები მინიჭების მოთხოვნაა. 

საქართველოში დღემდე პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევის საკითხი, როგორიცაა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, შრომის თანაბარი ანაზღაურება, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ადრეულ ასაკში ქორწინება, სექსუალური შევიწროება, რეპროდუქციულ და სქესობრივ ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობა და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი