ახალი ამბებირეკლამა

8 სასაჩუქრე იდეა 8 მარტისთვის ნავნესგან

6 მარტი, 2024 •
8 სასაჩუქრე იდეა 8 მარტისთვის ნავნესგან

აუთლეტ კონცეფციის მაღაზიათა ქსელი ნავნე 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს. სწორედ ამიტომ გთავაზობთ თავის მოვლის საშუალებათა 8 ნაკრებს, რომელთა საშუალებით შეძლებთ, თქვენთვის ძვირფასი ქალების გაბედნიერებას.

Mia Cosmetics შეიქმნა ევროპაში. იტალიური კოსმეტიკის ინდუსტრია ასოცირდება ელეგანტურობასთან, დახვეწილ სტილთან, ინოვაციებთან და უმაღლეს ხარისხთან.
Mia Cosmetics ნავნეს ექსკლუზიურ ბრენდებს შორის ერთ-ერთია. შესაბამისად, ჩვენს მომხმარებლებს აქვთ ფუფუნება იმისა, რომ ამ ბრენდის პროდუქტთა ნაკრები ნავნეს ყველა ფილიალში ბიუჯეტურ ფასად შეიძინონ.

სასაჩუქრე ყუთში “დეტოქსის დროა“ შეგვხვდება, ბრენდირებული ვარდისფერი თმის ფუმფულა დამჭერი. მაკიაჟის მოსაშორებელი – გამწმენდი რძისა და ტონიკის კომბინაციით, სახის გამწმენდი SPF 30 მზისგან დამცავით და სახის სერუმი C ვიტამინით. პროდუქტების შემცველობაშია ჰიალურონის მჟავაც.

როცა თქვენს სხეულს განებივრება სჭირდება, საუკეთესო ვარიანტია ტანის მოვლის საშუალებათა ნაკრები, რომელშიც აღმოაჩენთ აბაზანის ქაფსა და ტანის ლოსიონს არგანის და ჟოჟობას ზეთის შემცველობით.

პროდუქტები, რომლებიც თითოეულ ქალბატონს თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს სწორედ Mia Cosmetics-ის შემდეგ ნაკრებშია წარმოდგენილი და მოიცავს თმის დამჭერ საშუალებას და მაკიაჟის კვალის სრულყოფილად მოსაშორებელ 2 ცალ ბალიშს. მათი გამოყენება რეკომენდებულია კანის საფუძვლიანად გაწმენდის მიზნითაც.

DEARBODY გახლავთ თავის მოვლის ინგლისური ბრენდი, რომელიც აწარმოებს უამრავ პროდუქციას როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისა და ბავშვებისთვის. მათ შემადგენლობაშია ბუნებრივად წარმოქმნილი ინგრედიენტები, როგორებიცაა: კაკაოს კარაქი, ალოე, შვრია და ნუში. Dear Body-ის პროდუქცია გამდიდრებულია: მცენარეული ექსტრაქტებით, პრობიოტიკებით, A, C და E, ვიტამინებით.

წარმოდგენილი პირველი ნაკრები შედგება 3 პროდუქტისგან: შხაპის გელი, ტანის დამატენიანებელი ლოსიონი და ტანის მისტი. თითოეული პროდუქტი ატენიანებს და ამკვრივებს კანს, ანიჭებს ელასტიკურობას და აბრეშუმისებრ სირბილეს.

მესამე ვარიანტი კი შედგება ტანის მისტისა და ლოსიონისგან. პროდუქტი ეფექტურად ატენიანებს მშრალ კანს. გამოირჩევა საუცხოო მსუბუქი სურნელით. მისი გამოყენებისას ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს ირგვლივ ყველა სახის მჟავე და ტკბილი ხილი ირევა.

Dear Body-ს აქვს პროდუქცია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, რაც მომხმარებლებს უადვილებს არჩევანის გაკეთებას.
Beekman სილამაზის პროდუქტების ამერიკული ბრენდია. მისი უმთავრესი ინგრედიენტი თხის რძეა, რომელიც გაჯერებულია ვიტამინებითა და მინერალებით. მათი პროდუქცია არ შეიცავს სულფატებს, ის არ იტესტება ცხოველებზე.
ნაკრებში შედის 3 თხის რძის ექსტრაქტზე დამზადებული საპონი, ხელის საცხი, რომელიც ღრმა და ეფექტური დატენიანებით გამოირჩევა, ტუჩის 3 დამარბილებელი საშუალება და ტანის ლოსიონი სასიამოვნო სურნელით.

ამ სასაჩუქრე ნაკრებში ერთდროულად დაგხვდებათ ხელისა და ტანის შხაპის გელი, ხელის დამარბილებელი საცხი, 2 ცალი საპონი და ტანის ლოსიონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი