ახალი ამბები

ძლიერი აფეთქება ოზურგეთში – „ჯერ ვერ ვიტყვით, ხელყუმბარა იყო თუ არა“

12 თებერვალი, 2018 • 1571
ძლიერი აფეთქება ოზურგეთში – „ჯერ ვერ ვიტყვით, ხელყუმბარა იყო თუ არა“

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს დილით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი აფეთქების ხმა ისმოდა. აფეთქება ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამ მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდეს, შს სამინისტრო ჯერჯერობით არ ადასტურებს, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ ოზურგეთში ძლიერი აფეთქება ნამდვილად მოხდა.

უწყების პრესცენტრის განცხადებით, „გამოძიება დაწყებულია სს კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. არავინ არ არის დაშავებული. პირველადი დათვალიერებით ჩამსხვრეულია მინები, ფანჯრები. მაღაზიის შეტყობინება ჩვენთან დღეს დილით შემოვიდა და ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც დაადგენენ, რა იყო ზუსტად. ჯერ ვერ ვიტყვით, ხელყუმბარა იყო თუ არა, თუმცა ძლიერი აფეთქების ხმა იყო“.

მასალების გადაბეჭდვის წესი