ახალი ამბები

ენმ: გამარჯვებისთანავე ოზურგეთში ავაშენებთ ყველაზე დიდ აეროპორტს დასავლეთ საქართველოში

2 თებერვალი, 2024 • 1603
ენმ: გამარჯვებისთანავე ოზურგეთში ავაშენებთ ყველაზე დიდ აეროპორტს დასავლეთ საქართველოში

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „გამარჯვების კოალიცია“ გამარჯვებისთანავე ოზურგეთში ააშენებს ყველაზე დიდ აეროპორტს დასავლეთ საქართველოში.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ბოლო ხუთ წელიწადში ოზურგეთის მოსახლეობის 30%-მა დატოვა ქვეყანა, მოსახლეობის ნახევარს არ აქვს წყალი, 53% სოციალურად დაუცველია, 70%-ს არ აქვს კანალიზაცია.

„ახლა ვიმყოფებით მერიაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების კოალიცია“ გამარჯვებისთანავე ააშენებს ყველაზე დიდ აეროპორტს დასავლეთ საქართველოში, რომელიც იქნება ლოჯისტიკური ცენტრი, ნამდვილი ჰაბი და შექმნის მაღალანაზღაურებად, ათი ათასობით სამუშაო ადგილს. ჩვენი მოქალაქეები არათუ გაიქცევიან, საქართველოში შეძლებენ ღირსეულ დასაქმებას“, — განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში ორი საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებს: ბათუმსა და ქუთაისში.

მასალების გადაბეჭდვის წესი