ახალი ამბებისამართალი

სუს: დააკავეს ქუთაისის მცხოვრები, რომელმაც მერიის თანამშრომელს ქრთამი შესთავაზა

31 იანვარი, 2018 • 1762
სუს: დააკავეს ქუთაისის მცხოვრები, რომელმაც მერიის თანამშრომელს ქრთამი შესთავაზა
სუს–ის ცნობით, დააკავეს ადამიანი, რომელმაც უკანონო ქმედების სანაცვლოდ ქუთაისის მერიის თანამშრომელს ქრთამის მიცემა შესთავაზა.
გამოძიების ცნობით, დაკავებული ზაურ ბ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა, რომელსაც ქუთაისში, გელათის ქუჩა N191-ში მდებარე შენობაზე, პროექტის გარეშე სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებაში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით შესთავაზა 3 000 ლარი.
უწყების ცნობით, 2018 წლის 30 იანვარს ზაურ ბ-მ მერიის წარმომადგენელს გადასცა ქრთამის სახით შეთავაზებული თანხა, 3 000 ლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება  უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7  წლამდე ვადით).

მასალების გადაბეჭდვის წესი