ახალი ამბები

თემქაზე მიმდინარე მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა საავადმყოფოში გარდაიცვალა

18 იანვარი, 2018 • 1493
თემქაზე მიმდინარე მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა საავადმყოფოში გარდაიცვალა

თემქაზე მიმდინარე მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

დღეს, 18 იანვარს, თბილისში, თემქაზე მიმდინარე მშენებლობიდან, მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა. შსს-ს ინფორმაციით, მუშა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაზარალებული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე მუშაობდა.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს  240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

მასალების გადაბეჭდვის წესი