ახალი ამბები

თბილისში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

18 იანვარი, 2018 • 2524
თბილისში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

თბილისში, თემქაზე მიმდინარე მშენებლობიდან, მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა. შსს-ს ინფორმაციით, მუშა საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზარალებული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე მუშაობს.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს  240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი