ახალი ამბები

ჩინეთი თბილისის საბავშვო ბაღის პატრონაჟს აიღებს თავის თავზე

18 დეკემბერი, 2017 • 1641
ჩინეთი თბილისის საბავშვო ბაღის პატრონაჟს აიღებს თავის თავზე

19 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოში ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის საელჩო თბილისის 37-ე საბავშვო ბაღისთვის პატრონაჟის აღების და საჩუქრების გადაცემის ცერემონიას გამართავს.

ღონისძიებას დაესწრებიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკური კონსული საქართველოში, თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, GBTIMES Georgia-ს გენერალური დირექტორი და სხვა მოწვეული სტუმრები.

“ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში რიგი ღონისძიებების ავტორია. ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, საელჩო თბილისის საბავშვო ბაღის პატრონაჟს აიღებს და პირველ ჯერზე გადასცემს 22 000 ლარის ოდენობის საჩუქრებს (აუდიო/ვიდეო/საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საჩუქრები)”, – ნათქვამია ჩინეთის საელჩოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი