ახალი ამბებისაზოგადოება

კვლევა: პროპაგანდა ჩინეთს დასავლეთის საპირწონედ წარმოადგენს

7 მარტი, 2024 • 1673
კვლევა: პროპაგანდა ჩინეთს დასავლეთის საპირწონედ წარმოადგენს

პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთმა სავიზო რეჟიმი გააუქმა. ეს ნაბიჯი საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელების ნაწილია, რომელსაც საფუძველი გასულ წელს, მაშინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ჩაეყარა.  

კვლევა, რომელიც დამოუკიდებელი მკვლევრების ჯგუფმა 7 სექტემბრიდან 17 ნოემბრის პერიოდამდე ჩაატარეს, აჩვენებს, რომ ჩინეთის მიმართ პოზიტიური გავლენის მოპოვება ძირითადად ანტიდასავლური გზავნილების გავრცელების ხარჯზე ხდება

კვლევის თანახმად, ჩინეთთან დაკავშირებული პოზიტიური სენტიმენტებისა და გზავნილების გამზიარებელ აქტორებს შორის არიან ქართული ოცნების მხარდამჭერი ადამიანები, ყალბი ანგარიშები, .წ. პრორუსული ჯგუფები. ტაქტიკურ დონეზე ანტიდასავლური და პროჩინური გზავნილების გაზიარება ერთობლივად ხდება, რითაც ხაზი ესმება ჩინეთის, როგორც სანდო პარტნიორის უპირატესობას.  

კვლევის ფარგლებში, სოციალურ მედიაში გამოკვლეული 61 პროჩინური წყაროდან 18 პერსონალური ანგარიში, 4 Facebook ჯგუფი და 39 გვერდი აღმოჩნდა. აქედანვე დადგინდა, რომ პროჩინურ ნარატივებს ყველაზე ხშირად Facebook გვერდები,  “პატრიოტებიდა “Georgia First NEWS” ანტიდასავლურ გზავნილებთან ერთად ავრცელებენ. ასევე გამოჩნდა, რომ The Georgian Times, SP News სააგენტო სივრცეები, “ხალხის ძალა”, “ალტნიუსიდაევროპელი სოციალისტებიჩინეთს საქართველოსთვის სასურველ პარტნიორად და ერთადერთ გამოსავლად წარმოაჩენდნენ. ისეთი გვერდები კი, როგორიცაა: “Politicano პოლიტიკანოდა “Publicist.ge” – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მხარდასაჭერ პოსტებს აქვეყნებდნენ გზავნილით, რომ ის მსოფლიო ლიდერია

გარდა Facebook გვერდებისა, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა ინდივიდების შექმნილი პროჩინური განწყობის პოსტებიც, მაგალითად: ალტინფოსთან აფილირებული, ულტრამემარჯვენე ბექა ვარდოსანიძე და ხელისუფლებასთან დაახლოებული ანტიდასავლური ძალის, “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, წარმომადგენელი ვატო შაქარაშვილი.   

 მათი გზავნილები ვრცელდებოდა ისეთ Facebook ჯგუფებშიც, როგორიცააგლობალური პოლიტიკა”, “PUBLICIST.GE – გლობალური პოლიტიკა“, “ცნობის ფურცელი”, “კონსტანტინე ჩიკვილაძესაინფორმაციო ჯგუფი”. პროჩინურ გზავნილებს ავრცელებენ პოლიტიკური პარტიის – „ხალხის ძალისწარმომადგენელი: თამარ ჩიბურდანიძე და ზურაბ ქადაგიძე. .წ. დამოუკიდებელი ექსპერტები და მკვლევრები: გოგა ხაინდრავა, ლუკა ეხვაია და მალხაზ გულაშვილი 

აღნიშნული ჯგუფები და ინდივიდები, ოთხ ძირითად გზავნილს ავრცელებდნენ:  

  • ჩინეთი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში დაგვეხმარებაამ გზავნილის მიხედვით, მაშინ როცა ევროპა მხოლოდ სიტყვიერად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობების ნორმალიზებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შეუძლია.
  • ამერიკის ომი VS ჩინეთის მშვიდობაპროპაგანდისტების თქმითაშშ მრავალი ომის ინიციატორი იყო, ხოლო ჩინეთს მსგავსი დანაშაულები არ ჩაუდენია. Პროპაგანდისტული გზავნილის მიხედვით, ჩინეთთან ურთიერთობა საქართველოზე აშშსერიოზულ ზეწოლას” დააბალანსებს.
  • პროჩინურპრორუსული ამ ნარატივის თანახმად, ჩინეთი იქნება ერთერთი გამაწონასწორებელი ძალის ცენტრი რუსეთთან ერთად ანგლოსაქსურ ევროპასთან. ხოლო ჩინეთი და რუსეთი ერთად დაამარცხებენ დოლარს/დოლარის ჰეგემონიას მსოფლიოში.
  • პოლიტიკური ნოუჰაუ და კრიტიკული აზრის დისკრედიტაცია: საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობას როგორცნოუ ჰაუს“, ისე წარმოაჩენენ პროსახელისუფლებო ექსპერტები. დისკრედიტაციის მსხვერპლია ყველა, ვინც ეჭვქვეშ აყენებს საქართველოსა და  ჩინეთის ურთიერთობას

კვლევამ გამოკვეთა, რომ ხელისუფლება აქტიურად იყენებს პროპაგანდას საზოგადოების აზრის ფორმირებისთვის. მაგალითად, თუ სამი წლის წინ, პანდემიისას, ჩინეთისა და ჩინელებისადმი ქსენოფობიური განწყობა ჭარბობდა, არსებული აქტიური პროპაგანდით ხელისუფლება ამ დამოკიდებულებას ცვლის. მოქალაქეების გონებაში ჩინეთი უკვე ფორმირდება, როგორც უძველესი ცივილიზაციის მქონე, შრომისმოყვარე და საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ჩაანაცვლოს ევროპა და ევროკავშირი, როგორც საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე

კვლევა სრულად იხილეთ აქ.


მასალა მომზადებულია ფორსეტის “დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბუთქემფის” ფარგლებში.  მასალაში გამოქვეყნებული მოსაზრებები, შეიძლება არ გამოხატავდეს ორგანიზაციის ან “ნეტგაზეთის”   პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი