საახალწლოდ მორთული თბილისის ქუჩები [ფოტო]

ახალი წლის დასახვედრად თბილისის მერიამ, წინა წლების მსგავსად, საახალწლო დეკორაციები და ილუმინაციები ქალაქის სხვადასხვა უბანში განათავსა, რაზეც მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან გამოყოფილი 3 მილიონი ლარი დახარჯა.  საახალწლო ილუმინაციების ანთების ცერემონია კი 15 დეკემბერს კონცერტის თანხლებით ჩატარდა, რა დროსაც თბილისის მერმა, კახა კალაძემ, პარლამენტთან დამონტაჟებული “მთავარი” საახალწლო ნაძვისხე წარუდგინა მოსახლეობას.

კალაძის განცხადებითვე, რომელიც მან ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა,  წლევანდელი საახალწლო ღონისძიებები გამოირჩევა არა მარტო მასშტაბურობით, არამედ იმითაც, რომ საახალწლო ღონისძიებები არა მხოლოდ ქალაქის ცენტრს, ძველ თბილისს, არამედ მის გარეუბნებს, გლდანსა და სამგორსაც მოიცავს, ხოლო მოქალაქეებს სხვადასხვა სადღესასწაულო აქტივობებში მონაწილეობა 24 დეკემბრიდან 7 იანვრამდე შეეძლებათ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ წელს ახალი წლის აღნიშვნაში ქალაქის გარეუბნებიც ჩაერთვებიან, საახალწლოს დეკორაციები და ილუმინაციები ქალაქის უბნების მიხედვით მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.

საახალწლო განათებები თავისუფლების მოედანზე. 17 დეკემბერი, 2017 წელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ნაძვის ხე ახმეტელის მეტროსთან. თბილისი, 17 დეკემბერი 2017 წელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ ნეტგაზეთი

საახალწლო განათებები ჭავჭავაძის ქუჩაზე. თბილისი, 17 დეკემბერი 2017 წელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

საახალწლო განათებები ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე. თბილისი, 17 დეკემბერი 2017 წელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

საახალწლო განათებები მელიქიშვილის ქუჩაზე. თბილისი,17 დეკემბერი, 2017 წელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

საახალწლო განათებები ავლაბარში, ქეთევან წამებულის გამზირზე. თბილისი, 17 დეკემბერი 2017 წელი. ფოტო : ნინო ბიძინაშვილი/ ნეტგაზეთი

საახალწლო განათებები რუსთაველის მოედანზე. თბილისი, 17 დეკემბერი 2017 წელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

საახალწლო განათებები გურამიშვილის გამზირზე. თბილისი, 17 დეკემბერი 2017 წელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ ნეტგაზეთი

 

საახალწლო განათებები ორბელიანის მოედანზე. თბილისი, 17 დეკემბერი, 2017 წელი. ფოტო:ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

საახალწლო განათებები კოსტავას ქუჩაზე. თბილისი, 17 დეკემბერი 2017 წელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი / ნეტგაზეთი

საახალწლო განათება კიკვიძის ბაღთან. თბილისი, 17 დეკემბერი 2017 წელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

საახალწლო განათეები თორნიკე ერისთავის ქუჩაზე. თბილისი, 17 დეკემბერი 2017 წელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან