ახალი ამბები

გავაგრძელებთ კონსულტაციებს პარტნიორებთან – თბილისი იერუსალიმის საკითხზე

7 დეკემბერი, 2017 • 1812
გავაგრძელებთ კონსულტაციებს პარტნიორებთან – თბილისი იერუსალიმის საკითხზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისი ყურადღებით გაეცნო სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას იერუსალიმის თაობაზე და იმ ინფორმაციას, რომ ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის ფართო საერთაშორისო განხილვა, მათ შორის, გაეროშიც.

როგორც საქართველოს საქმეთა სამინისტრო აცხადებს, თბილისი მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე:

ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას და გავაგრძელებთ კონსულტაციებს პარტნიორებთან.”

მოკლედ:

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა და სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, აშშ-ის საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადასატანად მზადება დაიწყონ. ტრამპის გადაწყვეტილებისა და საერთაშორისო გამოხმაურებების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა იერუსალიმის ისრაელის დედაქალად გამოცხადების საკითხს, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ გახდა აქტუალური, და ამის თაობაზე ღია წერილით საქართველოს პრემიერსაც მიმართეს. მისი თქმით, საკითხი არის ძალიან სენსიტიური, თუმცა საქართველო მსჯელობის შემდეგ დააფიქსირებს თავის პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი