ახალი ამბები

ბიუჯეტიდან საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 456 313 ლარი გადაურიცხეს

7 დეკემბერი, 2017 • 2000
ბიუჯეტიდან საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 456 313 ლარი გადაურიცხეს

საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს განათლების სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარამდე გადაურიცხა.

საქართველოს მთავრობამ 3 დეკემებერს გამართულ მთავრობის სხდომაზე, მიღებული დადგენილებით, საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 000 ლარის სახით დახმარება გაუწია.

საპატრიარქოს კიდევ ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებას “წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სკოლა-პანსიონს” 356 313 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება გაუწია.

ორივე დაწესებულებას ფული განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა გადაურიცხოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი