ახალი ამბები

ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში მე-2 ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა

4 დეკემბერი, 2017 • 2515
ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში მე-2 ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა

1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალდებული, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ პოლიციას ჩაბარდა.

მისი ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, მან ოჯახს შესაბამისი კონსულტაცია უკვე გაუწია.

“ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ბრალდებულის ოჯახის მხრიდან!” – წერს ადვოკატი ფეისბუკში.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მთელ საზოგადოებასთან ერთად, აქტიურად იმუშავებს არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის პოლიტიკის გატარებაზე, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე იქნა მოკლული თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად. მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი იმავე დღეს დააკავეს, ხოლო მეორე ამ დრომდე იძებნებოდა. დღეს მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ორივე ბრალდებული არასრულწლოვანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი