ახალი ამბები

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოების ახალი შემადგენლობა

11 ივლისი, 2013 • 1128
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოების ახალი შემადგენლობა

საბჭოს ფონდ “საერთაშორისო განათლების ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჩინჩალაძე უხელმძღვანელობს, რომელმაც ამ პოსტზე კახი ყურაშვილი შეცვალა.

 

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იქნება რევაზ აფხაზავა – განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის ზოგადი განათლების მიმართულების ხელმძღვანელი. ამ პოზიციას მანამდე იოსებ სალუქვაძე იკავებდა.

 

საბჭოს მდივნის ფუნქციას შეასრულებს სტუდენტი ანა ბახტურიძე.

 

საბჭოს დანარჩენი წევრები არიან: თინათინ ზურაბიშვილი – კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი – საქართველოს კვლევების დირექტორი; ლილი ბიბილაშვილი – შპს – „HR პროფესიონალთა გილდიას’’ პრეზიდენტი; დავით კიკალეიშვილი – იურიდიული ფირმა ,,VBAT ‘‘-ის მმართველი პარტნიორი; დავით აფრასიძე – ა(ა)იპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ლელა ქელბაქიანი – შპს – „ქუთაისის უნივერსიტეტის” რექტორი და კახაბერ ჯაყელი – შპს – „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტიტეტის’’ პროფესორი.

 

პრემიერის ბრძანებით, ასევე, ახალი შემადგენლობით დაკომპლექტდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო. საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა თამარ ცირეკიძე – კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; მოადგილედ – ლაშა მკურნალიძე – ასოციაცია „სკოლა – ოჯახი – საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი; მდივნად – ნატო ქობულაძე – ინკლუზიური განათლების ექსპერტი.

 

საბჭოს წევრები არიან: მაია მაღლაკელიძე – საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის წევრი; თამარ ბრეგვაძე – ა(ა)იპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის (EPPM) პროგრამის კოორდინატორი; თამარ მოსიაშვილი – სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამის მენეჯერი; პავლე თვალიაშვილი – ზოგადი განათლების ექსპერტი; თინათინ ცერცვაძე – დებატებისა და განათლების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი; ზვიად მიმინოშვილი – ზოგადი განათლების ექსპერტი.

 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო 17 ივლისს სხდომას გამართავს, სადაც რამდენიმე სკოლის ავტორიზაციის საკითხი განიხილება.

 

ავტორიზაცია არის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც ადგენს დაწესებულების თვითშეფასების შედეგების შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი