ახალი ამბები

“რა ხდება, როდესაც დადგინდება ფაქტი, რომ კონკრეტული ქონება იქნა ჩამორთმეული?”

9 ივლისი, 2013 • • 892
“რა ხდება, როდესაც  დადგინდება ფაქტი, რომ კონკრეტული ქონება იქნა ჩამორთმეული?”

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ასეთი ფაქტები ათასობით ფიქსირდება:

 

“ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პროკურატურაში მიდის გამოძიება არაერთ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ვაწყდებით ისეთ რეალობას, როდესაც ქონების ჩამორთმევას ჰქონდა სისტემური ხასიათი და ათასობით შემთხვევა არის ასეთი.  ამიტომ საჭიროა ამ საკითხის პოლიტიკური და სამართლებრივი დარეგულირება, რადგან ისმის კითხვა: რა ხდება შემდგომ, როდესაც  დადგინდება კონკრეტული ფაქტი, რომ ესა თუ ის ქონება იქნა ჩამორთმეული? ბუნებრივია, მოქმედი კანონი ამბობს, რომ უნდა მოხდეს რესტიტუცია, უნდა მოხდეს პირის ქონებრივი უფლებების აღდგენა, მაგრამ ათასობით ასეთი შემთხვევის პირობებში ეს საკმაოდ ძნელია… ამიტომ საჭიროა პოლიტიკური–სამართლებრივი დარეგულირება ამ საკითხის და, ბუნებრივია, შემდგომ ამ რეგულაციის ქვეშ მოხდება ამ საქმეების გამოტანა და გახსნაც”, – განაცხადა მან.

 

მისივე თქმით, ცალკეულ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ბიზნესის წილების ჩამორთმევის ფაქტებს ეხება, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი