ახალი ამბები

ვინ რა თანამდებობას დაიკავებს თბილისის საკრებულოში

12 ნოემბერი, 2017 • 2221
ვინ რა თანამდებობას დაიკავებს თბილისის საკრებულოში

თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება, სადაც საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების კანდიდატურებს დაამტკიცებენ.

ქართული ოცნების პრესსამსახურის ცნობით , უკვე ცნობილია ვინ რა თანამდებობას დაიკავებს საკრებულოში, ასევე, ისიც თუ რომელი კომისია გაუქმდება/შეიქმნება.

საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა; საკრებულოს პირველი მოადგილეგიორგი ახვლედიანი იქნება, ხოლო მოადგილეებიმარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე.

ფრაქციაქართული ოცნებისთავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს ბექა დავითულიანი, ხოლო მოადგილეებისვახტანგ შაქარიშვილი, გიორგი მუსხელიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი.

რაც შეეხება კომისიებს:

ადამიანის უფლებების დაცვის კომისია გაერთიანდება იურიდიულ საკითხთა კომისიასთან, ხოლო ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიას გამოეყოფა ტრანსპორტის საკითხები და ცალკე კომისიად ჩამოყალიბდება.

ამ ეტაპისთვის, არსებულ კომისიებს უხელმძღვანელებენ:

სარევიზიო კომისიარიმა ბერაძე;

იურიდიული საკითხთა კომისიალევან ჟორჟოლიანი;

ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიაგიორგი ბირბიჩაძე;

განათლებისა და კულტურის კომისიათამარ ტალიაშვილი;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაგიორგი ჩაკვეტაძე;

ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიარევაზ სოხაძე;

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიას, მის  იურიდიულ საკითხთა კომისიასთან გაერთიანებამდე, დროებით უხელმძღვანელებს თედო ისაკაძე, რომელიც შემდგომში დაიკავებს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობას;

გარემოს დაცვის კომისიაერეკლე კუხიანიძე;

ქონების მართვის და საფინანსოსაბიუჯეტო კომისიაირაკლი ზარქუა;

ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიაოთარ გრიგოლია;

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიათინათინ ნიბლოშვილი;

მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაანა ლაშხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი