დღეს ბიორკის კონცერტი გაიმართება

დღეს, 31 ოქტომბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში ბიორკის კონცერტი გაიმართება.

ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი თბილისში 28 ოქტომბერს, გამთენიისას ჩამოფრინდა 12-წევრიან ჯგუფთან ერთად.

ბიორკის ორივე კონცერტის დირიჟორი, ახალგაზრდა ისლანდიელი მუსიკოსი ბიარნი ფრიმან ბარნასონი იქნება. მუსიკოსი ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულებს თავის კომპოზიციებს.

თბილისის საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი კონცერტის ბილეთების გაყიდვა 16 ოქტომბრიდან დაიწყო და SOU ფესტივალის ცნობით, მხოლოდ 200-ლარიანი ბილეთები იყო დარჩენილი. ხოლო 22 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილი მეორე კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com