აფიშაახალი ამბებიხელოვნება

Björk-ის სოლო-კონცერტები თბილისში 31 ოქტომბერს და 3 ნოემბერს გაიმართება

15 ოქტომბერი, 2017 • 5545
Björk-ის სოლო-კონცერტები თბილისში 31 ოქტომბერს და 3 ნოემბერს გაიმართება

თბილისში Sou ფესტივალის ფარგლებში ისლანდიელი მუსიკოსის, ბიორკის ორი კონცერტის გმართვა იგეგმება. ინფორმაცია ამის შესახებ ფესტივალის Facebook გვერდზე გავრცელდა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მუსიკოსი პირველ კონცერტს 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართავს – მეორე სოლო-კონცერტი კი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 3 ნოემბერს გაიმართება.

თბილისის სკაონცერტო დარბაზში 31 ოქტომბერს დაგეგმილ კონცერტზე ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, დილის 10 საათიდან დაიწყება და მათ ფასი 50-დან 570 ლარამდე იქნება. ბილეთების შეძენა მსმენელს www.TKT.ge-ძე შეეძლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი