ახალი ამბებიხელოვნება

ბიორკი ფილმ “Northman”- ში ჯადოქრის როლს შეასრულებს

20 აგვისტო, 2020 • 2924
ბიორკი ფილმ “Northman”- ში ჯადოქრის როლს შეასრულებს

ავტორი: ნინი შველიძე


ისლანდიელი მომღერალი, ბიორკი საკუთარ შვილთან ერთად რობერტ ეგერსის ახალ ფილმში,  “ჩრდილოელში” (Northman) ითამაშებს. 

Playlist-ის ინფორმაციით, მომღერალი ფილმში, რომლის სიუჟეტიც მე-10 საუკუნის ისლანდიაში ვიკინგების ცხოვრების გარშემო ვითარდება, ჯადოქრის როლს შეასრულებს. 

ფილმში ბიორკთან ერთად უილაიმ დეფო, ნიკოლ კიდმანი და ალექსანდრ სკარსგარდიც მონაწილეობენ. მსახიობებს ეგერსთან მუშაობის გამოცდილება უკვე გააჩნიათ. 

2000 წელს დანიელი რეჟისორის, ლას ფონ ტრიერის “წყვდიადის მოცეკვავეში” შესრულებული მთავარი როლის შემდეგ, რომელმაც ფილმს ოქროს პალმის რტო,  ბიორკს კი კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდო მოუტანა, მუსიკოსისთვის “ჩრდილოელი” პირველი  მნიშვნელოვანი პროექტია.

Playlist-ის ცნობით,  ბიორკი კინოში გადაღებაზე უარს მას შემდეგ აცხადებდა, რაც ლარს ფონ ტრიერთან მუშაობის “სასტიკ” გამოცდილებაზე საჯაროდ ისაუბრა, რეჟისორი კი  შევიწროებასა და ძალადობაში დაადანაშაულა. 

მუსიკოსის სამსახიობო კარიერა 24 წლის ასაკში დაიწყო. მან ტრიერთან მუშაობის შემდეგ, კინოში გადაღება მხოლოდ ერთხელ,  2005 წელს სცადა მეთიუ ბარნის ექსპერიმენტულ ფილმში  “ხატვა შეზღუდვით 9”. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი