ახალი ამბები

დაბა წაღვერთან ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები მესამე დღეა ცდილობენ

24 სექტემბერი, 2017 • 1667
დაბა წაღვერთან ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები მესამე დღეა ცდილობენ

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, პარასკევს, 22 სექტემბერს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ცეცხლის ახალი კერები არ შეინიშნება, ხოლო დაკვამლიანება საგრძნობლად არის შემცირებული.

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართულია  შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.

ხანძრის ქრობას მიუდგომელი რელიეფი ართულებს. მიმდინარე სამუშაოებში ასევე ჩართულია ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს საქართველოს 2 და აზერბაიჯანის 1 სამაშველო ვერტმფრენიც.

ტყის მასივის მიუვალ ადგილებში ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის შესაყვანად გზის გაჭრის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.


ხანძარი ბორჯომის ხეობაში 20 აგვისტოსაც გაჩნდა. 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან  20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. 21 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რომელიც იმ დროისთვის 5 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო მოდებული.

21 აგვისტოსვე საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი. საღამოს ძლიერი ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და კერები მომრავლდა, ღამით კი ვერტმფრენები ცუდი ხილვადობისა და ქარის გამო მუშაობას ვერ ახერხებდნენ. 22 აგვისტოს დილით უკვე 12 ჰექტარზე მეტი ფართობი იყო დამწვარი. 23 აგვისტოს ხანძარს ებრძვიან მეხანძრე-მაშველები, ტექნიკა და ვერტმფრენები. ორი ქართვლი ვერტმფრენის გარდა, ოპერაციაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელორუსის ვერტმფრენები. სომხეთი კი ქართველ მაშველებს ტექნიკით ეხმარება.

ხანძრის ლიკვიდირება 27 აგვის მოხდა. ბოლო მონაცემებით დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია, ზუსტად რა ფართობის ტყე შეეწირა ხანძარს, არ არის ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი