საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობას ართულებს კლიმატური პირობები, მათ შორის, ქარი.
უწყების თქმითვე, ადგილზე მობილიზებულია ვერტმფრენები, თუმცა, ისინი ხანძრის ქრობას გააგრძელებენ მას შემდეგ, რაც ქარი ჩადგება.
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობით სამუშაოებს ართულებს რთული კლიმატური პირობები. ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომელიც ქარის ჩადგომისთანავე განაახლებენ ხანძრის ქრობით სამუშაოებს.
ასევე გაზრდილია მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა 250-მდე, ადგილზე გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და ვმუშაობთ ხანძრის ჩასაქრობად,“ – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის დავით სუხიშვილი.
განახლება: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი ცნობის თანახმად, ვერტმფრენებმა განაახლეს ხანძრის ქრობა.
ბორჯომის ხეობაში, ქვაბისხევის ტყეში მესამე დღეა ხანძარია. ცეცხლის კერების ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ.
ხანძარი ქვაბისხევის ტყეში: ცეცხლის კერების ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ
გარეკანი ფოტო: შალვა ნაკაიძე