საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ქვაბისხევის ტყეში ხანძრის ქრობაში კვლავ მონაწილეობს 3 ვერტმფრენი.
მანამდე, უწყება ამბობდა, რომ რთული კლიმატური პირობების, კერძოს კი ქარის გამო, ვერტმფრენები დროებით გამოეთიშნენ ქრობას.
ამასთანავე, სამსახურის თქმით, დამატებით მობილიზებულია 30-მდე სახანძრო ავტოტექნიკა. უწყვეტ მუშაობას განაგრძობს 250-მდე მეხანძრე-მაშველი.
ბორჯომის ხეობაში, ქვაბისხევის ტყეში მესამე დღეა ხანძარია. ცეცხლის კერების ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ.ადგილობრივი ტელეკომპანიის “ბორჯომი” ინფორმაციით, ცეცხლი სოფელ ზორეთის მიმდებარედ 19 აგვისტოს გაჩნდა.