ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რასაც რეგიონში სიტუაციის გამწვავება მოჰყვა. სამხრეთ კორეის სამხედროების ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, რაკეტა უფრო მიუახლოვდა იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს.
ჩრდილოეთ კორეის რაკეტის გამოცდას იაპონიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და განაცხად,ა რომ მისი ქვეყანა არ შეურიდგება ამ პროვოკაციულ ქმედებას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა დაგმო ჩრდილოეთ კორეის ეს ნაბიჯი და დღეს საღამოს ამერიკის და იაპონიის მოთხოვნით გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბება.
29 აგვისტოს ჩრდილოეთ კორეის რაკეტამ იაპონიის ჩრდილოეთით მდებარე ჰოკაიდოს კუნძულს გადაუფრინა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა.
ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ ეს იყო საშუალო რანგის ბალისტიკური რაკეტა (IRBM), თუმცა, იაპონიის ხელისუფლების წარმოამდგენლების თქმით, ჩრდილოეთ კორეამ მათ წინააღმდეგ საერთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა (ICBM).