ახალი ამბები

სააკაშვილი: გადავწყვიტეთ, უკრაინაში “ინტერსითის” მატარებლით შევიდეთ

10 სექტემბერი, 2017 • 2184
სააკაშვილი: გადავწყვიტეთ, უკრაინაში “ინტერსითის” მატარებლით შევიდეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას “ინტერსითის” მატარებლით გეგმავს. თავდაპირველად სააკაშვილის ჩასვლა დაგეგმილი იყო ავტობუსით, იგი კრაკოვეცის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტით უნდა შესულიყო, სადაც მხარდამჭერებიც ელოდებიან.

“როგორც იცით, საზღვარზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა იმის მხარდასაჭერად, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფლება, მაგრამ ასევე არიან იქ “ტიტუშკებიც”, არის შეიარაღებული ძალები და არის პროვოკაციის გეგმა, რომელიც გაცხადებული იქნა სხვადასხვა პირების მიერ. რათა თავიდან იქნას აცილებული პროვოკაცია, ამ მომენტისთვის ყველა თანახმა ვართ, რომ შეგვიძლია გავემგზავროთ “ინტერსითის” საშუალებით”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში ყოფნისას.

სააკაშვილთან ერთად იმყოფება უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ ვოლსკი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა პოლონეთში იმყოფება, რამდენიმე საათში აპირებს რომ უკრაინაში შევიდეს. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ იგი კრაკოვეცის სასაზღვრო- გამშვები პუნქტიდან უნდა შესულიყო უკრაინის ტერიტორიაზე. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე აღარაა 2015 წლიდან, როდესაც უკრაინაში ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი