თბილისში "ეკოს" პირველი ავტოგასამართი სადგური  გაიხსნა

თბილისში “ეკოს” ავტოგასამართი სადგური გაიხსნა

“ჩვენი საქმიანობის ქვაკუთხედი ყოველთვის იყო ხარისხი. ამ კომპონენტში კომპრომისი  არ იქნება,” – ამ სიტყვებით “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ “ეკოს” პირველი ავტოგასამართი სადგური  გახსნა.

“ვისოლმა” საბერძნეთის პეტროლიუმთან” ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა და “ეკოს’ ავტოგასამართი ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო. ეკოს პირველი პილოტური სადგურიტბილისში, ვაჟა ფშაველას #27-ში გაიხსნა.   ეკოს სადგურებზე უმაღლესი ხარისხის საწვავის სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი:

“ეკო საქართველოდან რამდენიმე წლის წინ გავიდა, ამის მიუხედავად,  ჩვენს ყველა კვლევაში ვლინდებოდა, რომ მომხმარებლები “ეკო ჯორჯიას”  ყველაზე მაღალი ხარისხის საწვავის კომპანიად მიიჩნევენ. ჩვენ საკმაოდ რთული გზა გავიარეთ, ამ კომპანიის უკან დაბრუნება ადვილი არ იყო. ეკო სრულფასოვნად დაბრუნდა საქართველოში და დღეს პირველი ბრენდირებული ავტოგასამართი სადგური გავხსენით,” – ამბობს სოსო ფხაკაძე და აღნიშნვს, რომ “ვისოლ ჯგუფის” საქმიანობის ქვაკუთხედი ყოველთვის იყო ხარისხი და  ამ კომპონენტში არანაირ კომპრომისს დაუშვებენ.

თბილისში "ეკოს" პირველი ავტოგასამართი სადგური გაიხსნა

სადგურის გახსნას დაესწრნენ საბერძნეთის ელჩი საქართველოში და საბერძნეთის პეტროლიუმის წარმომადგენლები.

“ძალიან გვიხარია და ვამაყობთ, რომ დღეს აქ ვართ. ჩვენ დიდი ინდუსტრიული ჯგუფს წარმოვადგენთ, მთელ ევროპაში ვსაქმიანობთ და საუკეთესო ხარისხის პროდუქცია გვაქვს. ჩვენ “ეკოს” პროდუქციას კიდევ ერთხელ ვთვაზობთ საქართველოს მოსახლეობას. საქართველოს, რომელიც  ვითარდება, იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი და იზრდება ტურისტების რაოდენობა,” – ამბობს რობერტო კარაჰანასი, “საბერძნეთის პეტროლიუმის” საცალო ქსელის დირექტორი.

როგორც გახსნაზე აღინიშნა, პილოტური ავტოგასამართი სადგურის გაყიდვების საფუძველზე “საბერძნეთის პეტროლიუმი” და “ვისოლ ჯგუფი” ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას სხვა ადგილებში “ეკოს” სადგურების განვითარებასთან დაკავშირებით.

თბილისში "ეკოს" პირველი ავტოგასამართი სადგური გაიხსნა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი